ერთი ცვლილებით ლიდერობის დასაბრუნებლად – როგორი იქნება “რომასთან” “ნაპოლის” შემადგენლობა?

News.ge 4 კვირის წინ 13
ერთი ცვლილებით ლიდერობის დასაბრუნებლად – როგორი იქნება “რომასთან” “ნაპოლის” შემადგენლობა?

დღეს, სერია A-ს მეცამეტე ტურში “ნაპოლი” “რომას” უმასპინძლებს და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება. SKY-ს ცნობით, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე “ინტერთან” მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთ ცვლილებას განახორციელებს – ბილი გილმორის ნაცვლად სტანისლავ ლობოტკას დააყენებს, რომელმაც ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა.
“ნაპოლი” (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.
შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაიკითხეთ სტატია