ერთი სასამართლო მორჩა, წინ მეორეა – ბენ იედერს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

News.ge 1 თვე წინ 47
ერთი სასამართლო მორჩა, წინ მეორეა – ბენ იედერს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

RMC SPORT-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ ნიცას “სასამართლომ” “მონაკოს” ყოფილ ფორვარდ ვისამ ბენ იედერის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ფეხბურთელს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასა და სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ, რის გამოც პროკურატურა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.
საბოლოოდ, სასამართლომ ბენ იედერს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა და დაზარალებულისთვის მორალური ზიანის სანაცვლოდ 5000 ევროს გადახდა დააკისრა.
სპორტსმენი დამატებით კიდევ 5000 ევროს პოლიციისადმი მორჩილებაზე უარის თქმის გამო გადაიხდის.
ინფორმაციისთვის, ბენ იედერი ახლა უკლუბოდაა და მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეზე სასამართლოს წინაშე ის დეკემბერში კიდევ
ერთხელ წარსდგება. ამჯერად მომჩივანი მისი ყოფილი მეუღლეა.

სრულად წაიკითხეთ სტატია