„ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერც ვუყურე” – რას ჰყვება მამა, რომლის შვილიც ცეკვის მასწავლებელმა ყველას თვალწინ სცემა

Dailyinfo.cc 1 კვირა წინ 5
„ერთი თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ვიდეოს ბოლომდე ვერც ვუყურე” – რას ჰყვება მამა, რომლის შვილიც ცეკვის მასწავლებელმა ყველას თვალწინ სცემა

უმ­ძი­მე­სი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცემს ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ქო­რე­ოგ­რა­ფი 12 წლის მო­ზარდს, გუ­შინ „ბა­თუ­მე­ლებ­მა” გა­ავ­რცე­ლეს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პე­და­გო­გი 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ასე­ვე ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ. ვი­დე­ო­ში, სა­დაც 12 წლის ბიჭ­ზე მე­რაბ დო­ლი­ძე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობს, ჩანს, რომ სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

დო­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მომ­ხდარს ნა­ნობს. მისი თქმით, ოჯახს პა­ტი­ე­ბაც სთხო­ვა…

სხვა რა­მეს ამბობს მო­ზარ­დის მამა გოჩა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბია პო­ლი­ტი­კა­შია. ბა­ტო­ნი გოჩა ოც­ნე­ბის მთავ­რო­ბის დროს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი იყო. ახლა კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წარ­მო­ად­გენს.

“ერთი თვეა ჯო­ჯო­ხეთ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ფაქ­ტი 10 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. იმ დღეს, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, ცეკ­ვი­დან ბავ­შვის გა­მო­საყ­ვა­ნად ოჯა­ხის რძა­ლი მი­ვი­და. ჩემი შვი­ლი გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და ნამ­ტი­რა­ლე­ვი დახ­ვდა. რძალ­მა ჩემს მე­უღ­ლეს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ბიჭი პე­და­გოგ­მა სცე­მა. მე­უღ­ლემ სთხო­ვა, არ წა­სუ­ლი­ყო, მეც მო­ვალ და გა­ვარ­კვევ, რა­ში­აო საქ­მე. მე­რაბ დო­ლი­ძე ჩემს რძალს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად ესა­უბ­რა, 15 წუთ­ში, რო­დე­საც მე­უღ­ლე მი­ვი­და, ეს კაცი წა­სუ­ლი დახ­ვდა.

რო­დე­საც და­მი­რე­კეს, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. ადრე ჰქონ­და ამ კაცს ბავ­შვებ­თან თავ­ში წა­მორ­ტყმის ფაქ­ტე­ბი. ჩემი დის შვი­ლიც იქ სწავ­ლობს. მი­ვე­დი, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ არას­წო­რი იყო ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მშვი­დო­ბი­ა­ნად დავ­შორ­დით. ამი­ტომ ოჯახს ვუ­თხა­რი, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი აზ­ვი­ა­დებს, მე მი­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი.

მე­უღ­ლემ და ჩემ­მა დამ მე­ო­რე დღეს გა­და­წყვი­ტეს თა­ვად მი­სუ­ლიყ­ვნენ. დარ­ბა­ზის კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნეს, რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და. მე­უღ­ლემ აუხ­სნა, რომ ბავ­შვის დედა იყო და აინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ სცე­მა მისი შვი­ლი. პე­და­გო­გი მა­შინ­ვე შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, იქამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, რომ ჩემი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ცი­ა­ში და­ე­რე­კა. მე­უღ­ლემ მი­თხრა, შუ­ა­ში ჩავ­დე­ქიო, ტე­ლე­ფონს ხე­ლი­დან მარ­თმევ­და, არ დამ­ღუ­პოო.

მე რომ და­მი­რე­კეს, უკვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყ­ვნენ. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ამო­ი­ღეს ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ ჩვენ­თვის არ მო­უ­ცი­ათ. ბავ­შვის ექ­სპერ­ტი­ზა ექ­ვსი დღის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი, რომ პა­ტიმ­რო­ბას ვი­თხოვ­დი და ქო­რე­ოგ­რა­ფი უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო. წლე­ბია, რაც სხვე­ბის ოჯა­ხებს ვი­ცავ და გა­მო­დის, ჩემი ოჯა­ხი ვერ და­მიც­ვია-თქო. ეს უნდა იყოს სა­მა­გა­ლი­თო და უნდა და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს სხვა პრო­კუ­რო­რი მო­ვი­და, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს 5 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი მი­მარ­თა. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ ბეჟა­ნიშ­ვილ­მა 2 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვა ეს სა­მარ­ცხვი­ნო არ­სე­ბა გა­რეთ. მე­რაბ დო­ლი­ძემ შემ­დეგ აიყ­ვა­ნა ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს აქეთ უჩივ­ლა. რის მო­ნა­ნი­ე­ბა, სა­პა­სუ­ხო სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

ნამ­დვი­ლად გი­დას­ტუ­რებთ, რომ ბავ­შვებს შო­რის რა­ღაც მოხ­და. ის ბავ­შვი დიდი ხნის მო­ცეკ­ვა­ვე იყო, ჩემი შვი­ლი ახა­ლი მი­სუ­ლია. შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღაც ილეთს ვერ აკე­თებ­და და ბავ­შვებ­მა იჩხუ­ბეს. ეს იყო რი­გი­თი ბავ­შვე­ბის ქიშ­პო­ბა. ჩემი ოჯა­ხი მი­ვი­და იმ ბავ­შვის მშობ­ლებ­თან და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამ დროს, ამ კაც­მა იმის მშობ­ლებს შე­უთ­ვა­ლა, ხომ ნა­ხეთ, თქვე­ნი შვი­ლის გამო რა და­მე­მარ­თა და ახლა თქვენც იმოქ­მე­დე­თო” – აცხადებს გოჩა მე­ლა­ძე.

მისივე თქმით, შვილთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩავ­რთეთ, რად­გან მა­მი­დას მო­უყ­ვა, რომ სიზ­მარ­ში ნახა, რო­გორ ავი­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­ბუს­ში, არ მინ­და ცი­ხე­შიო და მცე­მაო. ლაღი, ცელ­ქი ბავ­შვია, ცეკ­ვა­ზე იმი­ტომ მი­ვიყ­ვა­ნე, რომ მერე ძი­უ­დო­ზე შე­მეყ­ვა­ნა, მუხ­ლე­ბი გა­უ­მაგრდეს-თქო. ეს ხომ რა­ღაც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა არ იყო, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვა­ბა­რე ბავ­შვი, სა­დაც ასე მო­ექ­ცნენ. ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ბო­ლომ­დე. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე სახე და სა­ხელ­მწი­ფოს მი­ვან­დე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის წინ, თუ­ნუ­ქის ფურ­ცლის გაჭ­რა­ზე ცი­ხე­ში იჭე­რენ ბავ­შვებს და რა­ტომ უნდა გა­მო­უშ­ვან 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი 12 წლის ბავ­შვზე მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნი”, – აღნიშნა გოჩა მელაძემ.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია