„ერთადერთი რასაც ჯო უილსონი აკეთებს, უნდა რომ გარკვეულად კვებოს კოლექტიური ნაცმოძრაობა“ - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 10 საათი წინ 4
„ერთადერთი რასაც ჯო უილსონი აკეთებს, უნდა რომ გარკვეულად კვებოს კოლექტიური ნაცმოძრაობა“ - გურამ მაჭარაშვილი
შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.„კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ამერიკის საზოგადოებამ აირჩია პრეზიდენტად დონალდ ტრამპი და არც ერთი სხვა ამერიკელი, მით უმეტეს უილსონი, რომელიც ყოველ განცხადებაში ამტკიცებს, რომ მეტი და მეტი ფული აქვს აღებული იმაში, რომ რაღაც განცხადებები აკეთოს. საკუთარ საზოგადოებაში, ამერიკაში, არ აქვს რეიტინგი ბატონ უილსონს და აქ ერთადერთი რასაც ის აკეთებს, უნდა რომ გარკვეულად კვებოს კოლექტიური ნაცმოძრაობა და გამომდინარე აქედან, ნაცმოძრაობა პოლიტიკურად მკვდარია და როგორც არ უნდა გამოკვებო, ის ვერ გაცოცხლდება. მაგრამ სამაგიეროს, უილსონი ფულს იღებს ამაში,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპს შეხვდა და მას საქართველოს შესახებ ესაუბრა.„მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა“ და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა, კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე, მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარე“, - წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია