ერთადერთი მიზანი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა ამომრჩეველზე" - მაია ბითაძე პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

Primetime.ge 2 საათი წინ 1
ერთადერთი მიზანი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა ამომრჩეველზე" - მაია ბითაძე პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, რომლის ერთადერთი მიზანი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა ამომრჩეველზე," - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ბითაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური პროცესები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც მშვიდ წინასაარჩევნო  გარემოზეა საუბარი."სამწუხაროდ, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია და, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში გვაჩვევენ იმ რეალობას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტებს, მთავარია, აღქმები და თუ რა ემოციურ ზეგავლენას მოახდენს სხვადასხვა საჯარო პირის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის თუ უცხოელი აქტორის განცხადება მოსახლეობის განწყობაზე. სწორედ ამას ემსახურება ის კასკადი სიცრუისა, მათ შორის, ყალბი პირადობის მოწმობების შეთხზული ამბის გამოგონება, სადაც ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს და, უფრო მეტიც, დღევანდელ ბრიფინგზე "ქართულ ოცნებაში" გივი მიქანაძემ გააკეთა განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას, რომლის ერთადერთი მიზანი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა ამომრჩეველზე.ეს მექანიზმები და მეთოდები მოსახლეობაზე ზეგავლენის, არახალია "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის" და ჩვენ მასშტაბური სიცრუის მანქანის ამოქმედების მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებიც კი იქნა გაყალბებული. გამოგონილ იქნა ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ გაქარწყლდა და არჩევნები აღიარებულ იქნა, როგორც კარგად ჩატარებულ არჩევნებად. ზუსტად ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც.თუ დავაკვირდებით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჩვენი რადიკალები მას შემდეგ, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, სადაც ვნახეთ, რომ ზუსტად იყო აღწერილი ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, მცირედი ხარვეზებით, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი რადიკალებისთვის, რომლებიც დღე და ღამე ფიქრობენ იმაზე, როგორ დაიქცეს ეს ქვეყანა და როგორ შეექმნას პრობლემები ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა მაია ბითაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია