ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ევრობასკეტზე – საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

News.ge 3 დღის წინ 13
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ევრობასკეტზე – საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

დარჩენილი ორი შეხვედრა ევრობასკეტზე და ჯგუფიდან გასვლის შანსი. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ფარგლებში სამი შეხვედრა გამართა. ესპანეთთან გამარჯვებამ (83:69) კი საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი მოუტანა.
ახლა ეროვნული ნაკრები მომავალი შეხვედრებისთვის ემზადება, განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
2 სექტემბერი, 19:15 – კვიპროსი vs საქართველო
4 სექტემბერი, 16:00 – ბოსნია და ჰერცეგოვინა vs საქართველო
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი-ოფში 6-დან 4 გუნდი გადავა და ჯგუფში თანაბრად დაგროვებული ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს მიენიჭება. შესაბამისად, კვიპროსთან, შემდეგ კი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამარჯვებით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მოიგებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

სრულად წაიკითხეთ სტატია