საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“.
“საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო.
ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“, – წერს ზურაბიშვილი.