ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი ინციდენტები, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 20
ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი ინციდენტები, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა - ირაკლი კობახიძე
ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში.„გამოძიება არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის - ეს ერთი, მეორე - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. ერთი რაც არის სამწუხარო, არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ერთი მხრიდან განხორციელებულ ჭარბ ძალადობრივ აქტებზე, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, როგორ ბრუტალურად ძალადობდნენ მომიტინგეების წარმომადგენლები, ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციელების წინააღმდეგ. მე შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ რა დამწვრობები მიიღეს პოლიციელებმა მათზე თავდასხმის შედეგად. გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის მასალები, გამოიყენებოდა, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, ხდებოდა ქვების მომზადება, ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა პოლიციელების მიმართ, რასაც მოჰყვა სერიოზული ზიანი", - აღნიშნა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 50-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული, საიდანაც დაახლოებით 20 პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, არის უმძიმესი ზიანი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე ვერ საუბრობენ."ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მიმართულებით - ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ორ მხარეს გვაქვს ასეთი ვითარება, ერთი მხრიდან სისტემური ბრუტალური ძალადობა, მაგრამ ამაზე არ საუბრობს არავინ და მეორე მხრიდან არის ცალკეული ინციდენტები და ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს მიკერძოებაზე მეტყველებს. ჩვენ ვერ ვიქნებით მიკერძოებული, ჩვენთვის ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ბრუტალური ძალადობის განმახორციელებელ ადამიანებს როდესაც იწყალებენ, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციელების დაწვას, ასეთი ფაქტები ახალისებს ძალადობას და ასეთ ადამიანებს შემდეგ აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ ძალადობაზე ისაუბრონ."ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ორივე მიმართულებით დავგმოთ ძალადობა. გარდა ამისა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ძალადობრივი აქტები არც ერთი მიმართულებით აღარ შედგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია