ხონში ავტოსაგზაო
შემთხვევას სამი
არასრულწლოვანი
ემსხვერპლა.გავრცელებული
ინფორმაციით, ავტომობილი
ხიდიდან წყალში გადავარდა,
რის შედეგადაც სამი
არასრულწლოვანი ადგილზე
დაიღუპა.დაშავებულია
კიდევ ორი ახალგაზრდა,
ისინი კლინიკაში არიან
გადაყვანილები. ერთ-ერთი
დაღუპული ახალგაზრდა ბექა
წვერავაა. გავრცელებული
ინფორმაციით, ორი
გარდაცვლილი დევნილია.
ერთ-ერთი გარდაცვლილი
საქართველოს ჩემპიონია
ჭადრაკში.