ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ქმედება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან, სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებებს წინასწარ არ განვიხილავ - ვედანტ პატელი

Primetime.ge 2 დღის წინ 11
ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ქმედება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან, სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებებს წინასწარ არ განვიხილავ - ვედანტ პატელი
სანქციების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია, პოტენციურ ქმედებებებს წინასწარ არ განვიხილავ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შეკითხვა დაუსვა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობის შესახებ.„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ აშშ-ის მხრიდან მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების უახლესი მაგალითია, რომ პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სანქციებზე.„სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე. ეს ქმედებები მოჰყვება სავიზო ქმედებებს, რომლებიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ. აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენ კვლავ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“, – განაცხადა ვედანტ პატელმა
სრულად წაიკითხეთ სტატია