გამყოფ ხაზთან, წინა
შეხვედრიდან დღემდე
მომხდარ ინციდენტებს
განიხილავენ ერგნეთში,
სადაც ორთვიანი პაუზის
შემდეგ ინციდენტების
პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმის
ფარგლებში რიგით 122-ე
შეხვედრა
გაიმართება.ქართული მხარე
უკანონო პატიმრობაში
მყოფი მოქალაქეების
უპირობო გათავისუფლებას
მოითხოვს. დღის წესრიგშია
ასევე თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვის
საკითხი და უკანონო
ბორდერიზაციის
შემთხვევები.