ქსელის გეგმური
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო,
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება.ამის შესახებ
ინფორმაციას “ენერგო-პრო
ჯორჯია” ავრცელებს.კერძოდ,
ქსელის გეგმური
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, 20 მაისს
11:00-იდან 18:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს
დუშეთის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ჭილურტი,
პეტრიანი, ებნისი, ხადა,
მლეთა, ბურღულები,
ქარქუშაანი, არბოეთი და
მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:30 საათამდე
აბონენტებს მცხეთის
მუნიციპალიტეტის სოფლებში
თეზამი, ცხვარიჭამია,
კევლიანი და მიმდებარე
სოფლებში; 11:00-იდან 11:05
საათამდე და 15:55-იდან 16:00
საათამდე აბონენტებს
მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ფრეზეთი, წილკანი,
წეროვანი, ერედა და
მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 18:00 საათამდე
აბონენტებს თბილისის
მუნიციპალიტეტში
ნაფეტვრებში, ლისზე,
შინდების მიწასა და
მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო
სამუშაოების
დასრულებისთანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.