გეგმური სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო,
„ენერგო-პრო ჯორჯიას“
ქსელში არსებული
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება.„გამანაწილებელ
ქსელში დაგეგმილი
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, 17
თებერვალს 11:00-იდან 18:00
საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება დროებით
შეეზღუდებათ აბონენტებს
სოფელ გლდანში
აღმაშენებლის, 26 მაისის,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის,
ყაზბეგის, გამარჯვების,
იმერეთის და მიმდებარე
ქუჩებზე, ხოლო 16:00-იდან 18:30
საათამდე - მომხმარებლების
ნაწილს სოფელ გლდანში,
დავით აღმაშენებლის
ქუჩაზე.14:00-იდან 18:00 საათამდე
დენი გაითიშება დუშეთის
მუნიციპალიტეტის
სოფლებში: წითელიკლდე,
ჩინთი, დოლოშა, გურგალველი,
ახალციხე, ვარცლა,
მიგრიაულები, მჭადიჯვარი,
ლამოვანი, კოდისწყარო,
ძალისი და მიმდებარე
სოფლებში.სარეაბილიტაციო
სამუშაოების
დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, -
ნათქვამია ინფორმაციაში.