ქსელის გეგმური
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო,
„ენერგო-პრო ჯორჯიას“
აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება. შეზღუდვა
მცხეთისა და თიანეთის
რაიონის სოფლებს, ასევე,
სოფელ დიღომს
შეეხება.„ქსელის გეგმური
სარეაბილიტაციო
სამუშაოების გამო, 11
თებერვალს, 11:00-იდან 15:00
საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება
აბონენტებს მცხეთის
რაიონის სოფლებში:
ცხვარიჭამია, ლელუბანი,
კევლიანი, სოფელი გლდანი და
მიმდებარე სოფლებში;
11:00-იდან 11:10 საათამდე და
14:50-იდან 15:00 საათამდე
აბონენტებს მცხეთის
რაიონის სოფლებში:
ნავდარაანთკარი,
წინამძღვრიანთკარი,
კოტორაანთკარი, ბურიანი და
მიმდებარე სოფლებში;
14:15-იდან 18:00 საათამდე
აბონენტებს სოფელ დიღომში
ვახუშტი ბატონიშვილის,
რენე შმერლინგის,
ჩალიპირების და მიმდებარე
ტერიტორიაზე; 15:30-იდან 16:00
საათამდე აბონენტებს
თიანეთის რაიონის
სოფლებში: ღულელები,
სიმონიანთხევი, გორანა,
თოლენჯი და მიმდებარე
სოფლებში. სამუშაოების
დასრულებისთანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, -
ნათქვამია ინფორმაციაში.