პარლამენტის წევრი,
დეპუტატი მიხეილ
ყაველაშვილი რადიკალური
ოპოზიციის მიერ
გავრცელებულ მორიგ ტყუილს
ეხმიანება, თითქოს
პირადობის მოწმობებით
ხდება მანიპულაცია
„ქართული ოცნების“
სასარგებლოდ არჩევნების
გასაყალბებლად.დეპუტატმა
აღნიშნა, რომ არჩევნებამდე
1 კვირაზე ნაკლები დარჩა და
წინასაარჩევნო გარემო
მშვიდია. მისი თქმით, თავად
რადიკალური ოპოზიციის
წარმომადგენლები
მოუწოდებენ მოსახლეობას
მივიდნენ არჩევნებზე და
აღნიშნავენ, რომ შედეგები
ვერ გაყალბდება.„სულ რაღაც
1 კვირა დარჩა
არჩევნებამდე, მსგავსი
მშვიდი გარემო არასდროს
ყოფილა. თავად გამოდიან და
მოუწოდებენ საზოგადოებას,
რომ შეუძლებელია
გაყალბება.ელექტრონულ
საარჩევნო სისტემაში
დაცულია ადამიანების
ხმები და შეუძლებელია
გაყალბება- ამას თავად
აღიარებენ ანუ მიზეზი აღარ
არსებობს იმისთვის, რომ
რაიმე ქმედებას მიმართო,“-
აღნიშნა მიხეილ
ყაველაშვილმა.