ქვეყნის ეკონომიკური
დამოუკიდებლობისა და
ფინანსური მოქნილობისთვის
ეროვნული ვალუტის
არსებობა გადამწყვეტი
ფაქტორია, საქართველოს
ეროვნული ვალუტა – ლარი
ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკური და სოციალური
სტაბილურობის მტკიცე
საყრდენს წარმოადგენს, –
ამის შესახებ საქრათველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა ლარის
მიმოქცევაში შემოსვლიდან 30
წლის აღსანიშნავ
საიუბილეო ღონისძიებაზე
განაცხადა.მიხეილ
ყაველაშვილის
განცხადებით, ეროვნულმა
ვალუტამ განვითარების
დიდი გზა გაიარა, წლების
მანძილზე, ეტაპობრივად
იხვეწებოდა ლარის
სხვადასხვა ნომინალის
ბანკნოტები."არსებობის
სამი ათწლეული ისტორიის
განმავლობაში, ეროვნულმა
ვალუტამ განვითარების
დიდი გზა გაიარა, წლების
მანძილზე, ეტაპობრივად
ეშვებოდა და იხვეწებოდა
ლარის სხვადასხვა
ნომინალის ბანკნოტები, 2014
წლიდან კი, ლარის
გამორჩეული სიმბოლოც
შეიქმნა, რაც
უმნიშვნელოვანესი მოვლენა
იყო საერთაშორისო
საფინანსო სივრცეში
საქართველოს ეროვნული
ვალუტის იდენტიფიცირების
კუთხით. ლარის სხვადასხვა
კუპიურაზე დატანილი
ეროვნული სიმბოლოები,
ისტორიული ფიგურები და
კულტურული ნიშნები დღემდე
აძლიერებს ჩვენში
ეროვნული იდენტობის
განცდას და ამავდროულად
სიამაყით გვავსებს.
ეროვნული ბანკის მთავარი
მისია და ფუნქცია ქვეყნის
ფინანსურ სტაბილურობაზე
ზრუნვაა. ამ მიმართულებით
ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და
მათ შორის ეროვნულ ბანკს
დიდი მიღწევები აქვს,
განსაკუთრებით ბოლო
წლების განმავლობაში
არსებული ურთულესი
გამოწვევების, პანდემიის,
გეოპოლიტიკური
სირთულეების, ომისა და
გლობალური
არასტაბილურობის ფონზე.
ყველაფრის მიუხედავად,
ჩვენმა საფინანსო
სისტემამ დაამტკიცა
თავისი სიძლიერე და
შეინარჩუნა მაღალი
საერთაშორისო რეიტინგები,"
- განაცხადა მიხეილ
ყაველაშვილმა.საქართველოს
პრეზიდენტმა
განსაკუთრებული მადლობა
გადაუხადა საქართველოს
ეროვნულ ბანკს, მის
ხელმძღვანელობასა და
თითოეულ თანამშრომელს, ამ
წლების განმავლობაში,
როგორც ქვეყნის ფინანსური
სტაბილურობის, ასევე
საქართველოს ეროვნული
ვალუტის განვითარებასა და
გაძლიერებაში შეტანილი
განსაკუთრებული
წვლილისთვის.