
“ახლად განქოცებულთა საყურადღებოდ,
მიუხედავად იმისა, რომ 13 წელი მხოლოდ კონკრეტულ ხალხს სცემდა, დევნიდა და აპატიმრებდა რეჟიმი, თქვენ კი, კრეტინ ივანიშვილს, ზოგი “სფიჩებს” უწერდით,
ზეპირსიტყვიერად თუ ნატურალურ სისულელეს იტყოდა, ბექში თავებს უქნევდით, ღრმად გჯეროდათ, რომ როგორცკი აღარ მოგეწონებოდათ, გადაირჩევდით, უმეტესობა, სანამ თავად არ გამოგყარათ, მის სალაფავზე ისხედით,
ახლა ექსპერტ-სპიკერებად იქეცით და გვასწავლით სადამდე შეიძლება წავიდეს მიმდინარეობა-ბიძინოლოლოგია,
ამ ყველაფრის გათვალისწინებით,
რაკი საქმეს სიმრავლე სჭირდება, თმენის ვალდებულება სულ ერთ მხარეს ვერ ექნება. როცა “ნაცებს და ქოცებს” შორის ტოლობის ნიშანს სვამთ, გარეთ გაიხედეთ რა ბრძოლაა, ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაციის დახსნის გამო შიმშილობს ხალხი ციხეში, სახეებს ულეწავენ და უკანონო სასჯელს ახდევინებენ ამ ქვეყნის მომავალს.
ის რისი დაკარგვაც არ გვსურს, შევარდნაძის რეჟიმს მემკვიდრეობით არ გადმოუცია. ასე განვითარდა მოვლენები:




ხოლო,

2024 წლის 28 ნოემბერს
ოფიციალურად გაცხადდა უარი ევროკავშირთან თანამშრომლობაზე


თქვენ განქოცებას მზითვში კი არ მოყვა ის მიღწევები, რაც ჩამონათვალშია, არამედ კონკრეტული ხალხის შრომაა, იმ ხალხის, რომელთა შორისაც ტოლობის ნიშანს სვამთ რუსულ რეჟიმთან გასათანაბრებლად მხოლოდ იმ უსამართლო მიზეზით, რომ ოდესღაც თქვენი ქოცად ყოფნა გაამართლოთ.
როგორც იტყვიან, აქ სულელი არავინ არ არი,” – წერს პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.