ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: პროცესები დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მთავარია მომზადდეს ამა თუ იმ პარტიის გაუქმების ლეგიტიმური საფუძველი, რათა ვერავინ მოგვედავოს

Primetime.ge 4 საათი წინ 2
ეკა სეფაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: პროცესები დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მთავარია მომზადდეს ამა თუ იმ პარტიის გაუქმების ლეგიტიმური საფუძველი, რათა ვერავინ მოგვედავოს
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდა იმისა, რომ კომისიის მიზანი რეჟიმის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა იყო, ასევე მისი ამოცანა გახდა ლეგიტიმური საფუძვლების შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად.„ერთ-ერთი მიზანი ამ კომისიის შექმნისა იყო ის, რომ საზოგადოებისთვის ხელმეორედ შეგვეხსენებინა ის საშინელებები, რაც იმ პერიოდში ხდებოდა და ასევე გაგვეცნო ის დეტალები, რის შესახებაც მოსახლეობას არ ჰქონდა საერთოდ არანაირი ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ ამ გამოკითხვების დროს, ძალიან ბევრი ისეთი დეტალი გამჟღავნდა, რაც აქამდე არ იყო ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ამის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, არა დეტალური. ასეთი დეტალები, რა თქმა უნდა, არ იცოდა საზოგადოების ნაწილმა.გარდა ამისა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მზადდება ამა თუ იმ პარტიის გაუქმების ლეგიტიმური საფუძველი (და არა ისე, რომ მოგვინდა და ავკრძალეთ). უნდა მომზადდეს სამართლებრივად კარგად გამართული საფუძვლები, რათა ვერავინ მოგვედავოს.ასე რომ, პროცესები, მართალია, დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს საპარლამენტო გამოძიება წარიმართოს სწორად, სამართლებრივი ნორმების და პროცედურების დაცვით,” - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია