თუ არ უნდა ოპოზიციას
პარლამენტში შესვლა, რად
უნდა ამას ფიცი და მტკიცი -
არ შევლენ და ამას ისედაც
დავინახავთ, - განაცხადა
მედიასთან უმრავლესობის
დეპუტატმა ეკა
სეფაშვილმა.მისი თქმით,
ოპოზიციამ საკუთარ
ამომრჩეველს მაინც აღარ
უნდა გაუცრუოს იმედი და
პარლამენტში შეუსვლელობით
დაამტკიცოს, რომ სიტყვის
პატრონია.„დაწერონ
ოპოზიციის
წარმომადგენლებმა
განცხადება, [რომ არ სურთ
პარლამენტში შემოსვლა],
ისევე, როგორც ეს 2020 წელს
გააკეთეს, ([თუმცა, მერე
მაინც დაარღვიეს]) და
პოლიტიკური
მიზანშეწონილობიდან
გამომდინარე, გადავწყვეტთ,
დავუტოვოთ უფლებამოსილება
და მანდატი თუ -
შევუწყვიტოთ.2020 წელსაც
ოპოზიციის მხრიდან
მსგავსი მოვლენები
ვიხილეთ, თუმცა, მაშინ
პოლიტიკური კრიზისის
გამოწვევა შეძლეს, რადგან
ISFED-მა პარალელური დათვლის
შედეგები გააყალბა და
ამაში მათმა უცხოელმა
დამკვეთებმაც აუბეს მხარი,
კონკრეტულად კი,
მაშინდელმა აშშ-ის ელჩმა
საქართველოში. მაშინაც
ამბობდნენ
ოპოზიციონერები, რომ ვინც
პარლამენტში შევიდოდა,
პუფი იქნებოდა, მაგრამ მერე
ყველა პუფი ვიხილეთ
საკანონმდებლო
ორგანოში.კი ბატონო,
დააფიქსირონ ოპოზიციის
წევრებმა თავიანთი
სურვილი და ნუ შემოვლენ
პარლამენტში - რამეში მაინც
დაუმტკიცონ თავიანთ
ამომრჩეველს, რომ სიტყვის
პატრონები არიან, რადგან
უკვე ძალიან ბევრჯერ
მოატყუეს თავიანთივე
ამომრჩევლები“, - აღნიშნა
ეკა სეფაშვილმა.