ეკა კვესიტაძე: კახა კალაძე მალე, მილანშიც არავინ გეტყვის გამარჯობას…

News.ge 22 საათი წინ 4
ეკა კვესიტაძე: კახა კალაძე მალე, მილანშიც არავინ გეტყვის გამარჯობას…

“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იტალიიდან! ხომ გახსოვთ, ორი დღის წინ ქოცებმა “საზეიმოდ” რომ გახსნეს 2023 წელს გახსნილი საკონსულო მილანში, რადგან სხვაგან არსად ჩაესვლებათ და არავინ ხვდებათ. მოკლედ, კალაძემ ისარგებლად თავის ძველი კონტაქტებით და შეხვდა მილანის მერს. რასაკვირველია, შეხვედრის სურათები ეგრევე დაიდო მერიის ოფიციალურ გვერდზე. მაგრამ ჯობდა არ დადებულიყო 🙂 რადგან, ეს ფოტო ნახა Nona Mikhelidze – მ. (ვინც არ იცით, ნონა არის იტალიაში ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი წონა აქვს). მოკლედ, ნონამ დათაგა მილანის მერი და ძალიან კორექტულად შეახსენა რას წარმოადგენს და მისი პარტია და რა უბედურება დაატრიალა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში – როგორ მოახდინა საქართველოს ბელარუსიზაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს დაკავებული, ნაცემი, ნაწამები, რამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, რომ დღეს ჟურნალისტები და აქტივსტები დაიბარეს სასამართლოში ფბ-ზე გამოთქმული მოსაზრებების გამო და ა.შ. ატყდა ერთი ამბავი ტვიტერზე – ბევრი გადაშეარებით და კომენტარით. მილანის მერი თანაპარტიელებმაც კი დაგმეს. მილანის ადგილობრივმა გაზეთმა უკვე გამოაქვეყნა სტატია ამ შეხვედრაზე და ნონას კომენტარზე. ხვალ იტალიის მთავარი რადიო გააშუქებს ამ თემას და ხვალვე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი “ფოლიო” დაბეჭდავს სტატიას . Kakha Kaladze კახა კალაძე მალე, მილანშიც არავინ გეტყვის გამარჯობას, რუსო! გეშინოდეს ნონა მიხელიძის! მასალები კომენტარებში” – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაიკითხეთ სტატია