ოპოზიციის მოთხოვნას, რომ
ევროსაბჭოს ზამთრის
სესიაზე ქართულ
დელეგაციას
უფლებამოსილება
შეუჩერდეს, "ხალხის ძალის"
თავმჯდომარის მოადგილე
გამოეხმაურა.გურამ
მაჭარაშვილის თქმით,
ქართული ოპოზიციის
მოთხოვნა
წარუმატებლობისთვისაა
განწირული.მისივე თქმით,
ევროსაბჭოში საქართველოს
დელეგაციის ვიზიტი არის
მორიგი მტკიცებულება, რომ
საქართველო არის
საერთაშორისო
გაერთიანებებში
აღიარებული
სახელმწიფო."კოლექტიური
"ნაცმოძრაობის "
წარმომადგენლები ჯერ
კიდევ ფაფხურობენ, ხან
ამბობდნენ, რომ კანდიდატის
სტატუსი არ ეკუთვნოდა
საქართველოს, ხან
ამბობდნენ, რომ
ვიზალიბერალიზაცია უნდა
გაუუქმონ საქართველოს,
ახლა ამბობენ, რომ რაღაც
დელეგაცია არ უნდა იყოს
ცნობილი და ა.შ.შევახსენებ
საზოგადოებას, რომ ეს ის
კოლექტიური "ნაცმოძრაობაა",
რომელიც ტრამპზე ამბობდა,
რომ იყო რუსი ოლიგარქი,
რომელიც ამბობდა, რომ
ტრამპი მოვიდა რუსული
ფულებით და ის იყო ამერიკის
სირცხვილი. ისეთივე
გამარჯვება ექნება
კოლექტიური "ნაცმოძრაობის"
მოთხოვნას ქართული
დელეგაციის გაუქმებაზე,
როგორც ტრამპთან
ბრძოლისას.ევროსაბჭოში
საქართველოს დელეგაციის
ვიზიტი არის მორიგი
მტკიცებულება იმის, რომ
საქართველო არის შემდგარი
სახელმწიფო, ცივილიზებული
სამყაროს წევრი, მათ შორის,
საერთაშორისო
გაერთიანებებში და არის
მათი მხრიდან აღიარებული
სახელმწიფო", - განაცხადა
გურამ მაჭავარიანმა.