ჩვენ გვაქვს მიღებული
დაპირება და ათვლის
წერტილი არის დღეიდან, -
განაცხადა ევროსაბჭოს
გენერალურმა მდივანმა
ალენ ბერსემ, თბილისში დღეს
გამართულ
პრესკონფერენციაზე,
ჟურნალისტის კითხვის
საპასუხოდ.მედიის
წარმომადგენელი
დაინტერესდა, რა ვადებში
დაიწყება მუშაობა უცხოური
გავლენის შესახებ კანონში
ცვლილებების შეტანასთან
დაკავშირებით.მისი თქმით
ათვლის წერტილი უკვე
დაწყებულია. ალენ ბერსემ
დამატებითი განმარტებების
გაკეთება სთხოვა ევროპის
საბჭოში ადამიანის
უფლებების და კანონის
უზენაესობის
მიმართულებების დირექტორს
ჯანლუკა ესპოზიტოს,
რომელმაც თავის მხრივ
აღნიშნა, რომ შეიქმნება
სამუშაო ჯგუფები და
რეკომენდაციების
შემუშავებაში ჩართული
იქნებიან ვენეციის
კომისიის
ექსპერტები.„გვყავს
ექსპერტები, კონკრეტულად
ვენეციის კომისიის
ექსპერტები, რომლებიც
იქნებიან ჩართული
პროცესში. ისინი
წარმოადგენენ
შემოთავაზებებს,
რეკომენდაციებს კანონში
ცვლილებებთან
დაკავშირებით. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ
ნებისმიერი კანონი იყოს
სრულად შესაბამისობაში
ევროპის საბჭოს
სტანდარტებთან. ჩვენ
გვექნება დისკუსიები
ქართულ მხარესთან და
შევქმნით ერთობლივ
სამუშაო ჯგუფს. ეს უახლოეს
პერიოდში მოხდება“, -
განაცხადა ჯანლუკა
ესპოზიტომ.ცნობისთვის,
დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე
ევროპის საბჭოს
გენერალურმა მდივანმა
განაცხადა, რომ მან
მთავრობისგან მიიღო
დაპირება უცხოური
გავლენების შესახებ
კანონის შინაარსში
ცვლილებების შეტანასთან
დაკავშირებით.