პარლამენტის დროებით
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ გაიხსენა
საპარლამენტო არჩევნების
შემდგომი პერიოდი, როდესაც
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაზე
საქართველოს ახლად
არჩეული პარლამენტის
დელეგაციის
უფლებამოსილების ცნობა
უნდა
მომხდარიყო.მიქანაძის
თქმით, „რადიკალური
ჯგუფების, კონკრეტული
პოლიტიკოსების, ასევე
არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლების მიზანი
იყო, საქართველოს
პარლამენტის ახლად
არჩეული დელეგაციის
უფლებამოსილება არ
ყოფილიყო ცნობილი და ამით
საქართველოსთვის, მისი
იმიჯისთვის ზიანი
მოეტანათ“.„იყო
უპრეცედენტო მობილიზება
როგორც რადიკალური
ჯგუფების, კონკრეტული
პოლიტიკოსების, ასევე
არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლების. ასეთი
რაოდენობის ოპოზიციური
სპექტრი და არასამთავრობო
ორგანიზაცია არ
მახსენდება არც წინა
მოწვევაში. ზოგადად,
ევროპის საბჭოსთან
კარიერულად მაკავშირებს
წლების ურთიერთობა როგორც
თბილისი ოფისში, ასევე
გარკვეული პერიოდის
განმავლობაში
სტრასბურგში, სათაო
ოფისშიც ვმუშაობდი და
ვკურირებდი კონკრეტულ
მიმართულებებს. ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე ოპოზიციური
სპექტრის და
არასამთავრობო
ორგანიზაციების ასეთი
რაოდენობა, მობილიზება არ
მახსენდება, მით უმეტეს,
ისინი მიწვეული იყვნენ
თითოეული სტუმრის
სტატუსით, ისინი არ იყვნენ
ოფიციალურ პირებად
მიწვეული, არ იყვნენ
დელეგაციის წვერები,
რადგან მათ მანდატებზე და
ზოგადად, პარლამენტში
შემოსვლაზე უარი
განაცხადეს. ისინი
რამდენიმე დღით ადრე
ჩავიდნენ სტრასბურგში,
მანამდე, როგორც ჩანს,
იკვეთება, რომ ჰქონდათ
ინტენსიური კომუნიკაცია
სხვადასხვა პოლიტიკურ
ჯგუფებთან და ამ პოლიტიკურ
ჯგუფებს შორის ყველაზე
მეტად გამოკვეთილად ჩანს
ევროპის სახალხო პარტიის
პოლიტიკური ჯგუფი,
ლიბერალებისა და
დემოკრატების ჯგუფი ე.წ
ალდე. მათთან ჰქონდათ
ყველაზე აქტიური
კომუნიკაცია. თან ეს
პოლიტიკური ჯგუფები მათი
შემადგენელი წევრებიც
არიან. შესაბამისად, მათი
მთავარი მიზანი იყო,
საქართველოს პარლამენტის
ახლად არჩეული დელეგაციის
უფლებამოსილება არ
ყოფილიყო ცნობილი,
შესაბამისად ამით, რა თქმა
უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის და
მისი იმიჯისთვის ზიანი
მოეტანათ. ეს მათ არც
დაუფარავთ, რადგან
კონკრეტული პოლიტიკოსები
აცხადებდნენ ღიად, საჯაროდ.
არა ერთხელ საზოგადოებას
მოუსმენია, რომ მათი
მიზანია, საქართველოს
დელეგაციის
უფლებამოსილება არ
აღიაროს ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ.
თინა ბოკუჩავა, სალომე
სამადაშვილი, გიორგი
კანდელაკი, ზურაბ
ჭიაბერაშვილი, ზურაბ
„გირჩი“ ჯაფარიძე, ნინო
დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე,
გიორგი ბურჯანაძე, გიორგი
ონიანი, თინა ხიდაშელი, ეს
ადამიანები
დეზინფორმაციას
ავრცელებდნენ, ხოლო
პოლიტიკოსების ნაწილი
კატეგორიულად აყენებდა
საკითხს, რომ PACE-ში
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილება არ
ყოფილიყო ცნობილი“, –
განაცხადა გივი
მიქანაძემ.როგორც
მიქანაძემ აღნიშნა,
ოპოზიციონერებისა და
არასამთავრობოებისგან
შემდგარი დელეგაციის
აქტიური მუშაობის შედეგად,
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილების არცნობის
საკითხი დღის წესრიგში
დადგა.მიქანაძის
განცხადებით, ამ მხრივ,
განსაკუთრებით აქტიურობდა
„ევროპის სახალხო პარტია“,
„ალდე“ და უკრაინის
დელეგაცია, რომელმაც დიდი
უმრავლესობით მხარი
დაუჭირა საქართველოს
დელეგაციის
უფლებამოსილების არცნობის
საკითხს.„ოფიციალურ
კონტექსტში, შემიძლია
გითხრათ, რომ როდესაც
პირველ დღეს გაიხსნა სესია,
საპარლამენტო ასამბლეის
თავმჯდომარემ დააყენა
საკითხი, ხომ არ არის
ვინმეს მხრიდან რომელიმე
დელეგაციასთან მიმართებით
მისი უფლებამოსილების
არცნობის საკითხი. ამ
შემთხვევაში, შვედეთის
დელეგაციის
წარმომადგენლებმა
დააყენეს საკითხი
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილების არცნობის
თაობაზე, რასთან
დაკავშირებითაც შემდგომში
პროცედურაა, რომ გარკვეული
რაოდენობა დეპუტატების
უნდა წამოდგნენ ფეხზე და
მხარი დაუჭირონ ამ
პოზიციას, რათა ეს საკითხი,
როგორც გადაუდებელი
დებატების საკითხი, უნდა
ჩამჯდარიყო დღის წესრიგში.
შესაბამისად, როგორც ჩანს,
წინასწარ ამ პოლიტიკურ
ჯგუფებს ჰქონდათ
მობილიზებული შესაბამისი
რაოდენობის პოლიტიკოსები,
განსაკუთრებით
გამოირჩეოდნენ „ევროპის
სახალხო პარტიისა“ და
„ალდეს“ წარმომადგენლები,
ძალიან აქტიურობდა
უკრაინის დელეგაცია,
რომელიც, ფაქტობრივად,
უდიდესი შემადგენლობით
დაეთანხმა იმ საკითხს, რომ
საქართველოს დელეგაციის
უფლებამოსილება არ
ყოფილიყო ცნობილი. ეს
საკითხი მიღებულ იქნა
მხედველობაში და ამ
პოზიციონირების
საფუძველზე აისახა
საპარლამენტო ასამბლეის
დღის წესრიგში. ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის მონიტორინგის
კომიტეტს დაევალა, რომ ჯერ
საკომიტეტო დონეზე
განეხილა ეს საკითხი და
შემდგომში თავისი პოზიცია
წარმოედგინა“, – აღნიშნა
გივი მიქანაძემ.მიქანაძის
განცხადებით, ევროსაბჭოში
საქართველოს დელეგაციის
წარმომადგენლებს პირდაპირ
ეუბნებოდნენ, რომ დღის
წესრიგში მხოლოდ ერთი
საკითხი – საქართველოს
პარლამენტის მიერ
წარმოდგენილი ახალი
დელეგაციის
უფლებამოსილების არცნობა
იდგა.„როგორც კულუარულად,
ასევე, პირდაპირი
კონტაქტების საფუძველზეც,
დელეგაციის ხელმძღვანელს
და დელეგაციის წევრებს,
პირდაპირ გვეუბნებოდნენ,
რომ დღის წესრიგში იდგა
მხოლოდ ერთი საკითხი – არ
ყოფილიყო საქართველოს
პარლამენტის მიერ
წარდგენილი ახალი
დელეგაციის
უფლებამოსილება ცნობილი.
ჩვენ ვხედავდით, რომ ის
ადამიანები, რომლებიც
დაგისახელეთ, ამ
კონტექსტში აქტიურობდნენ
და მაქსიმალურად
ყველაფერს აკეთებდნენ, რომ
ამ მიზნისთვის მიეღწიათ“, –
განაცხადა გივი მიქანაძემ.