ამ წუთებში ევროსაბჭოს
გენერალური მდივანი
ოპოზიციას ხვდება. პირველი
შეხვედრა სასტუმრო
"პულმანში" "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
ლიდერებთან იმართება."ეს არ
არის ვიზიტი, რომელიც
შეეხება არჩევნების
ლეგიტიმაციას ან
ხელისუფლების
ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ,
რომ ამას თავად ბატონი
ბერსეც ღიად იტყვის. ალენ
ბერსეს ნაცვლად, მე ვერ
ვისაუბრებ. ამ მისიის
მთავარი მანდატი არის
სწორედ ადამიანის
უფლებრივი მდგომარეობის
შეფასება საერთაშორისო
სტანდარტებით და ჩვენ
სახეზე გვაქვს უმძიმესი
დარღვევები," - აღნიშნა
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარემ,
თინა ბოკუჩავამ.დღესვე
დაგეგმილია კონსულტაციები
სხვა ოპოზიციურ ძალებთან
და სამოქალაქო
საზოგადოებასთან.ალენ
ბერსე, უკვე მეორე დღეა,
თბილისში შეხვედრებს
მართავს. გუშინ ის ესაუბრა
პრემიერს, პარლამენტის
თავმჯდომარეს, დეპუტატებს,
"ქართული ოცნების" საპატიო
თავმჯდომარესა და სახალხო
დამცველს.მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით
და ხელისუფლების პირველ
პირებთან შეხვედრებით,
წერტილი დაესვა
სპეკულაციებს, რომ
ხელისუფლება
არალეგიტიმურია.