ევროსაბჭოს გენერალური
მდივანი, ალენ ბერსე
თბილისში ვიზიტს დღეს
დაგეგმილ
პრესკონფერენციაზე
შეაჯამებს.ვიზიტის
ფარგლებში, ბერსემ
შეხვედრები გამართა
"ქართული ოცნების" საპატიო
თავმჯდომარესთან, ბიძინა
ივანიშვილთან;
საქართველოს მთავრობის
მეთაურთან, ირაკლი
კობახიძესთან; საგარეო
საქმეთა მინისტრთან, მაკა
ბოჭორიშვილთან;
პარლამენტის
თავმჯდომარესთან, შალვა
პაპუაშვილთან;
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრებთან
და
ომბუდსმენთან.გენერალური
მდივანი შეხვდა
ოპოზიციისა და
არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებს. ის
პირადად ესაუბრა იმ
ჟურნალისტებსაც,
რომლებსაც, აქციებზე
მუშაობის დროს, ფიზიკურად
გაუსწორდნენ.