ევროპული საბჭო: ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში

Primetime.ge 2 დღის წინ 8
ევროპული საბჭო: ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას გაწევრიანების მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დღევანდელი კურსის შეცვლის შემთხვევაში
ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სამიტის პირველი დღის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ შემაჯამებელი დოკუმენტი გამოაქვეყნა სათაურით - „ევროკავშირი მსოფლიოში, მდგრადობა, მზადყოფნა, კრიზისების პრევენცია და რეაგირება, მიგრაცია და სხვა საკითხები“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.„საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საბჭო ამბობს, რომ ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ თავისი დღევანდელი მოქმედებების კურსის შეცვლის შემთხვევაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია