ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით

Primetime.ge 2 თვის წინ 65
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავე დროს გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, - წერია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს, ამასთან მოელიან, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის.ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას, ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებში. საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი.
სრულად წაიკითხეთ სტატია