ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა
დღეს საქართველოს
საკითხზე დებატებს
გამართავს. ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეა
ასევე იმსჯელებს
საქართველოზე მიღებულ
რეზოლუციასთან
დაკავშირებულ შემდგომ
ქმედებებზე, რომელიც
საქართველოს დელეგაციის
მანდატების რატიფიცირებას
ეხება.„ქართულ ოცნებაში“
ამბობენ, რომ დათქმები,
რომლებიც ევროსაბჭომ
ქართულ მხარეს წამოუყენა,
აბსურდული, უსაფუძვლო და
უსამართლოა.ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო
რეზოლუცია, რომლის
თანახმად, საქართველოს
დელეგაციას აპრილამდე
შეზღუდული უფლებამოსილება
ექნება. დოკუმენტში
მოცემულია გარკვეული
პირობები, რომელთა
შესრულებასაც საქართველოს
ხელისუფლებას აპრილამდე
სთხოვენ. მათ შორის არის
„პოლიტიკური პატიმრების
გათავისუფლება და ახალი
არჩევნების
გამოცხადება“.მოგვიანებით
საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელმა,
საქართველოს პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა თეა
წულუკიანმა განაცხადა, რომ
ქართველი დეპუტატები
წყვეტენ მუშაობას
საპარლამენტო ასამბლეაში,
თუმცა ქვეყანა ევროპის
საბჭოს წევრად რჩება.