ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს მეორედ ხვდება

Primetime.ge 2 დღის წინ 7
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძეს მეორედ ხვდება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძე ხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეს ალენ ბერსესა და ირაკლი კობახიძის უკვე მეორე შეხვედრაა.ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. ბერსე ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. გუშინ კი ბერსემ შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელზეც ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი გენერალური მდივნის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრების, ასევე ვიზიტის დღის წესრიგით უკმაყოფილების გამო არ მივიდა.ალენ ბერსეს ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია