„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა" - მაკა ბოჭორიშვილი

Primetime.ge 1 დღე წინ 4
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა" - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა.მაკა ბოჭორიშვილმა, შეკითხვაზე, როგორ გაიგო ალენ ბერსემ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და დასვა თუ არა მან შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ასე კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა"."გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ცხადად გვაქვს დაფიქსირებული, არანაირი კითხვის ნიშანი არ გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სურს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა და ევროკავშირში გაწევრიანება", – განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისივე თქმით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს სთხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულიყო და მას სანქციებთან დაკავშირებით ესაუბრა."მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულების გამოხატულება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რა თქმა უნდა, მსგავსი ნაბიჯები ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის. ასეა აშშ-ის შემთხვევაშიც. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში ძალიან მალე დიდი ცვლილებები იქნება და შეიძლება ითქვას, რადიკალურად იცვლება აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რა საკითხებიც ძალიან დიდწილად არის დაკავშირებული საქართველოსთან მიმართებაში გადადგმულ ნაბიჯებთან და ურთიერთობებთან. მე იმედი მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გადავხედოთ იმ ყველაფერს, რასაც ვაკვირდებოდით ამ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია