„ევროპელი პარტნიორები სანქციების რისკს ხედავენ“- ქართული ბაზრისადმი ინტერესი შენელებულია

News.ge 2 თვის წინ 26
„ევროპელი პარტნიორები სანქციების რისკს ხედავენ“- ქართული ბაზრისადმი ინტერესი შენელებულია

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ექსპორტის განვითარების ასოციაციაში მიზეზად ე.წ. “რუსული კანონს“ და მოსალოდნელ სანქციებს ასახელებენ.
ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე “კომერსანტთან” აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებს არ სურთ, იგივე განმეორდეს, რაც ბელორუსიის შემთხვევაში მოხდა, ამიტომაც მათ გადაწყვეტილებაზე მომავალი საპარლამენტო ს შედეგები დიდ გავლენას იქონიებს.
,,ჩვენ გვყავს პარტნიორი ორგანიზაცია – ,,ევროპის ექსპორტის საკომუნიკაციო კომპანია“, რომლის საშუალებითაც ვცდილობთ ქართველი ექსპორტიორები პოტენციურ იმპორტიორებთან დავაკავშიროთ.
ამ კომპანიისგან გვაქვს ინფორმაცია და არა კონკრეტულად ჩვენი წევრებისგან, რომ ამ ეტაპზე ევროპელი პარტნიორები შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. ამჟამად ქართული ბაზრისადმი ინტერესი შენელებულია.
ზოგადად, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს როდესაც მივმართავთ და გვინდა, რომ მაგალითისთვის რაღაც B2B შეხვედრა ჩანიშნონ, ამბობენ, რომ ჯერჯერობით თავს იკავებენ, სანამ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გაირკვევა.
ევროპელი პარტნიორები საქართველოში სანქციების რისკს ხედავენ, არ უნდათ, ხელშეკრულებები გააფორმონ ისეთ ბიზნესებთან, რომელიც შესაძლოა, სანქცირებული ქვეყნიდან აღმოჩნდნენ, მაგალითად როგორც ბელორუსიის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც, ამ მიზეზების გათვალისწინებით, ახალი ბიზნესპარტნიორებისგან შეთანხმებების გაფორმება ფერხდება“,- ამბობს გვანცა მელაძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ბელარუსს ეკონომიკური სანქციები უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მხარდაჭერის გამო დაუწესა. გარდა ამისა, ევროკავშირი კრძალავს ბელარუსის, მისი მთავრობის, საჯარო ორგანოების, კორპორაციებისა თუ სააგენტოების და მათი მითითებით მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის შემდეგი სერვისების მიწოდებას.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

სრულად წაიკითხეთ სტატია