ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტმა განიხილა და
მხარი დაუჭირა „გარემოს
დაცვის შესახებ“ კანონში
ცვლილებას, თანმდევ
პროექტებთან
ერთად.ცვლილება სათბურის
ეფექტის გამომწვევი
გაზების გაფრქვევის
ავტორიზაციის,
მონიტორინგის,
ანგარიშგებისა და
დამოწმების სისტემის
შექმნასთან დაკავშირებულ
საკითხებს
ეხება.კანონპროექტის
თანახმად, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული
საქმიანობისთვის
აუცილებელი იქნება
სათბურის ეფექტის
გამომწვევი გაზების
გაფრქვევაზე ავტორიზაცია.
საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
საქმიანობებისთვის, გარდა
საავიაციო
საქმიანობებისა, სათბურის
ეფექტის გამომწვევი
გაზების გაფრქვევაზე
ავტორიზაციას გასცემს
გარემოს ეროვნული
სააგენტო, ხოლო საავიაციო
საქმიანობებისთვის
სათბურის
ეფექტისგამომწვევი
გაზების გაფრქვევაზე
ავტორიზაციას - სამოქალაქო
ავიაციის სააგენტო.„ეს
ცვლილებები, უპირველეს
ყოვლისა, განპირობებულია
საქართველოსა და
ევროკავშირს შორის
გაფორმებული ასოცირების
შეთანხმებიდან
გამომდინარე
ვალდებულებებით და
ამავდროულად, საქართველოს
წევრობით ენერგეტიკულ
გაერთიანებაში, რაც თავის
მხრივ, გულისხმობს იმას,
რომ ჩვენი ეროვნული
კანონმდებლობა და
სტანდარტები მაქსიმალურად
უნდა დავუახლოოთ ევროპულ
მოთხოვნებს“, - განაცხადა
მომხსენებელმა, გარემოს
დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის
პირველმა მოადგილემ, ნინო
თანდილაშვილმა.მინისტრის
პირველი მოადგილის
განცხადებით, ცვლილებები
შეეხება ძირითადად მსხვილ
საწარმოებს, რომლებიც
ევროკავშირის ბაზარზე
ვაჭრობენ ან ოპერირებენ.
მათ შორის: საავიაციო
სექტორს, აზოტის წარმოებას,
ქაღალდისა და მუყაოს
საწარმოებს,
ფეროშენადნობებისა და
ამიაკის წარმოებას.როგორც
ნინო თანდილაშვილმა
აღნიშნა, „გარემოს დაცვის
შესახებ“ კანონში
ცვლილებას თან ახლავს
ცვლილებები
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“, რომლის
თანახმად, ბიზნესის
მხრიდან ანგარიშგების
ვალდებულების
შეუსრულებლობას ან
დარღვევას სახელმწიფოს
მხრიდან შესაბამისი
რეაგირება
მოჰყვება.ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის, ლევან
მახაშვილის განცხადებით,
ჩვენი მოქალაქეებისთვის
ეს მნიშვნელოვანი
ინიციატივაა.„მსგავსი
ტიპის სასარგებლო
ინიციატივების განხილვას
ჩვენ, რა თქმა უნდა,
მომავალშიც გავაგრძელებთ
კომიტეტის სამოქმედო
გეგმის ფარგლებში“, -
აღნიშნა კომიტეტის
თავმჯდომარემ.