ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა, უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი

News.ge 2 თვის წინ 62
ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა, უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი

ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა, უსამართლო დოკუმენტს ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი
ში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა “იმედი LIVE”-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.
„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები – ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის მიიღეს ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების“ დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი“, – განაცხადა პრემიერმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია