ევროპარლამენტი დღეს
საქართველოს შესახებ
მორიგი რეზოლუციის
მისაღებად ემზადება. შვიდი
სხვადასხვა პროექტიდან
დეპუტატები გუშინ ერთ
შეჯერებულ ვერსიაზე
შეთანხმდნენ. იყო
ალტერნატიული ვერსიაც,
რომელიც "სუვერენულ
სახელმწიფოთა ევროპის"
ჯგუფის
ევროპარლამენტარებმა
წარადგინეს - თუმცა ის არ
გაითვალისწინეს.რეზოლუციის
საბოლოო პროექტში
ამჯერადაც დაგმობილია
დემოკრატიულ
ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე,
სამოქალაქო საზოგადოებასა
და სასამართლო
დამოუკიდებლობაზე
თავდასხმა; მოთხოვნილია,
მიხეილ სააკაშვილთან
ერთად, ჟურნალისტ მზია
ამაღლობელის, ასევე ზურა
ჯაფარიძის, ნიკა მელიას,
ნიკა გვარამიასა და
აქტივისტ მათე დევიძის
გათავისუფლებასაც.რეზოლუციის
კენჭისყრამდე,
ევროპარლამენტში გუშინ
საქართველოში მედიის
თავისუფლებისა და მზია
ამაღლობელის შესახებ
დებატები შედგა