„ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ მათ მიმართ, ვინც იბრძვის მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის თავის ქვეყანაში“ - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 3 თვის წინ 10
„ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ მათ მიმართ, ვინც იბრძვის მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის თავის ქვეყანაში“ - გურამ მაჭარაშვილი
"სამწუხაროდ, ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისა და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში," - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტარების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკის პასუხად გააკეთა."ევროპარლამენტარებს ან ფულს აძლევენ, ან ზეწოლას ახორციელებენ - ორიდან ერთ-ერთია. სხვა მიზანი არ გააჩნიათ - ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, არც იყოს ნამყოფი საქართველოში და რუკაზეც არ იცოდეს, სად არის საქართველო."დიფ სთეითის", რომელსაც უკვე ამთავრებს ტრამპი ამერიკაში ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით, საცეცები ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც გარწმუნებთ, რომ ძალიან მალე შემცირდება. ევროპარლამენტის ამ მოწვევაში აშკარად მეტია ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებს სწორ და სამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და ესეც მაგაზე მიუთითებს ზუსტად, რომ ამერიკელი ხალხის მსგავსად, ევროპულმა საზოგადოებამ ევროპარლამენტის არჩევნებშიც კი ისეთი ხალხი შეუშვა უმეტესად, რომელიც სწორად აფასებს პროცესებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით ისარგებლა 27-მა ევროდეპუტატმა, რომელთაც ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე. ევროდეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაზშივე არ დაეთანხმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია