პარტია „ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი,
გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტარების
ნაწილის განცხადებებს
ეხმაურება და აღნიშნავს,
რომ ევროპარლამენტი
აქციეს ისეთ ინსტრუმენტად,
რომელსაც იყენებენ იმ
ადამიანების მიმართ,
რომლებიც იბრძვიან
მშვიდობისთვის და
სუვერენიტეტისთვის.„სამწუხაროდ,
ევროპარლამენტი აქციეს
ისეთ ინსტრუმენტად,
რომელსაც იყენებენ იმ
ადამიანების მიმართ,
რომლებიც იბრძვიან
მშვიდობისთვის და
სუვერენიტეტისთვის
თავიანთ ქვეყანაში. მერე
აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ
მართლები ვიყავით თუნდაც
იმის გამო, რომ
ევროპარლამენტარებს
დააპატიმრებდნენ
კორუფციის გამო. ეს
კორუფცია გამოიხატებოდა
სწორედ იმაში, რომ
ურიცხავდნენ სხვადასხვა
ქვეყნებიდან სხვადასხვა
ძალებით თანხებს იმიტომ,
რომ სხვადასხვა ქვეყანაში
ამ შემთხვევაში
საქართველოს წინააღმდეგ
გაეკეთებინათ აბსოლუტურად
უსამართლო განცხადებები.
განცხადება
ევროპარლამენტარების,
რომლებიც ერთი და იგივე
წრეზე ტრიალებენ, რომ
სააკაშვილი უნდა
გათავისუფლდეს, რომელზეც
უკვე თვითონ სააკაშვილის
მომხრეებსაც აღარ აქვთ
პრეტენზია, ეს ნიშნავს
ზუსტად იმას, რომ უკვე სხვა
დღის წესრიგი აღარ გააჩნია
აი ამ ევროპარლამენტარს და
ფული აქვს აღებული და,
შესაბამისად, იძულებულია
ასეთი განცხადებები
გააკეთოს“, - განაცხადა
მაჭარაშვილმა.ევროპარლამენტში
„ნაციონალური მოძრაობის“
მოკავშირე დეპუტატებმა
გაახმიანეს ოპოზიციის
იდენტური გზავნილები,
უარგუმენტოდ ითხოვენ ახალ
არჩევნებს, საქართველოს
დასჯას, ასევე მათთვის
აქტუალურია მიხეილ
სააკაშვილის
გათავისუფლებაც.
ევროპარლამენტარების
ნაწილმა კოლეგების
განცხადებები მწვავედ
გააკრიტიკა. ითქვა, რომ
ესაა საქართველოს შიდა
საქმეებში ჩარევაა.
მმართველი გუნდის
შეფასებით, „ნაციონალური
მოძრაობის“ მოკავშირე
ევროპარლამენტარების
განცხადებები ქვეყნის
შიდა საქმეებში ჩარევის
მკაფიო მაგალითია.
გზავნილები კიდევ ერთხელ
ადასტურებს მათ
სუბიექტურობას და
დავალების შესრულებას.