ევროპარლამენტარი რიჰარდს
კოლსი საქართველოში
ევროკავშირის ელჩს პაველ
ჰერჩინსკის საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრთან მაკა
ბოჭორიშვილთან შეხვედრის
გამო აკრიტიკებს.„ერთ დღეს
საქართველოში მოპარულ
არჩევნებს გმობთ, მეორე
დღეს რეჟიმს ხელს ართმევთ.
ელჩი ჰერჩინსკის ხელის
ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი
არ არის - ეს არის კრემლის
„ქართული ოცნების“
მაშველი რგოლი. რამდენჯერ
მიანიჭებს ევროკავშირი
მათ პროპაგანდას
დამაჯერებლობას?
მიუღებელია“, - დაწერა მან
სოციალურ ქსელ
X-ში.ცნობისთვის,
ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა
ბოჭორიშვილთან სამუშაო
შეხვედრა გამართა. საგარეო
საქმეთა სამინისტროში
გამართულ შეხვედრაზე
საუბარი შეეხო
საქართველოსა და
ევროკავშირს შორის
ურთიერთობების
მნიშვნელოვან ასპექტებს.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში
ურთიერთობებში
წარმოშობილი სირთულეების
გადაჭრის და მიმდინარე
პროცესების ობიექტური
შეფასებების
აუცილებლობას. თავის მხრივ,
ევროკავშირის ელჩმა
დააფიქსირა შეშფოთება
საქართველოში მიმდინარე
მოვლენებთან
დაკავშირებით. ქართული
მხარის მიერ კი გამოითქვა
წუხილი, რომ
ევროპარლამენტის
რეზოლუციით გაჟღერებული
გზავნილები ხელს უწყობს
ქვეყანაში ხელოვნური
კრიზისის შექმნას. Condemn a stolen
election in Georgia one day, shake hands with the regime the next.
Ambassador Herczynski’s handshake isn’t just a gesture—it’s a
lifeline to the Kremlin’s Georgian Dream. How many times will the EU
lend its credibility to their propaganda? Unacceptable.…
https://t.co/1n2Empz5ZC — Rihards Kols (@RihardsKols) December 10,
2024