ევროკავშირს ციფრული მართვის მოწმობები შემოაქვს

News.ge 7 საათი წინ 12
ევროკავშირს ციფრული მართვის მოწმობები შემოაქვს

ევროკავშირმა მართვის მოწმობის გაცემის ახალი წესი დაამტკიცა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის – მართვის მოწმობის გაციფრულება, რომლის შენახვაც შესაძლებელი იქნება სმარტფონზე. ცვლილების მიხედვით, ასეთი ტიპის მართვის მოწმობები ევროპის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი 2030 წლის ბოლომდე გახდება.
აღსანიშნავია, რომ ციფრულთან ერთად იმოქმედებს პლასტიკური ბარათიც და მძღოლს ორივე ვარიანტის მიღების უფლება ექნება. ორივე ვარიანტის მართვის მოწმობა 15 წლის ვადით გაიცემა.
ასევე, ახალი წესების მიხედვით, ახალბედა მძღოლებმა უნდა გაიარონ გამოსაცდელი ვადა მინიმუმ ორი წელი. ამ დროის განმავლობაში მათზე გარკვეული შეზღუდვები გავრცელდება, მაგალითად, დარღვევისთვის უფრო მკაცრი ჯარიმები იქნება. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ რეგულარულად შეამოწმონ მძღოლების ჯანმრთელობა.
ახალი წესების დახმარებით ევროკავშირს სურს მიუახლოვდეს ევროპული Vision Zero პროგრამის მიზნის მიღწევას, რომლის მიხედვითაც 2050 წლისთვის ევროპის გზებზე მსხვერპლის რაოდენობა ნულამდე უნდა შემცირდეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია