დღეს მოლაპარაკებების
გახსნა არანაირ კავშირში
არ არის ევროკავშირში
გაწევრებასთან, ვინაიდან,
შეგახსენებთ,
ბოსნია-ჰერცეგოვინას,
სერბეთს მოლაპარაკებები
გახსნილი აქვს უკვე ათი
წელია და ვხედავთ, რომ
ისინი გაწევრიანებულები
არ არიან, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ლევან
მაჭავარიანმა.დეპუტატი
გამოეხმაურა ქვეყანაში
განვითარებულ პროცესებს,
მას შემდეგ, რაც პრემიერმა
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
თაობაზე განცხადება
გააკეთა.„ევროკავშირს
აქვს ცალსახად
გაცხადებული, რომ ახალი
წევრების მიღებას 2030 წელს
დაიწყებს. ჩვენ ვაგრძელებთ
მუშაობას იმისთვის, რომ 2028
წელს ასოცირების
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90%-ზე მეტი
იყოს შესრულებული და 2030
წელს ჩვენ ვიქნებით
ყველაზე მომზადებული
ქვეყანა“, - განაცხადა
მაჭავარიანმა.მმართველი
გუნდის გადაწყვეტილებით, 2028
წლის ბოლომდე
ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი დღის წესრიგში
აღარ დადგება