ესტონეთის
პრემიერ-მინისტრის
კრისტენ მიჰალის
განცხადებით,
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ლიდერების
არაფორმალურ შეხვედრაზე
განსახილველი ერთ-ერთი
საკითხი საქართველოში
ჩატარებული არჩევნები
იქნება.ამის შესახებ
ესტონეთის მთავრობის
მთაურმა ბუდაპეშტში,
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ლიდერების
არაფორმალური შეხვედრის
დაწყებამდე
განაცხადა.„ერთ-ერთი
საკითხი საქართველოში
ჩატარებული არჩევნებია.
გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო
არჩევნები არ იქნა
მიჩნეული თავისუფლად და
სამართლიანად. უნდა
აღვნიშნოთ, რომ
საქართველოს გზა
ევროპისკენ მისმა
ლიდერებმა შეაფერხეს. ასე,
რომ ჩვენ ამასაც
განვიხილავთ“, – განაცხადა
კრისტენ მიჰალმა.