ევროკავშირის ქვეყნებს საერთო იარაღი ექნებათ – საწყის ეტაპზე 300 მილიონი ევრო დაიხარჯება

News.ge 4 კვირის წინ 38
ევროკავშირის ქვეყნებს საერთო იარაღი ექნებათ – საწყის ეტაპზე 300 მილიონი ევრო დაიხარჯება

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ინიციატივას ევროპის საერთო თავდაცვის ობლიგაციების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას.
ეს ამბავი ევროპელმა დიპლომატებმა გაახმაურეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე და მას „დიდი საქმე უწოდეს“. კაპიტალის ბაზარზე განთავსებული ობლიგაციებით მოზიდული სახსრები მოხმარდება საწარმოების განვითარებას სამხედრო მიზნებისთვის.
ასევე, ისტორიაში პირველად ევროკომისიამ ბლოკის ბიუჯეტიდან გამოყო ფული საერთო თავდაცვითი მიზნებისთვის.
ევროკავშირის ქვეყნებს საერთო იარაღი ექნებათ. საწყის ეტაპზე 300 მილიონი ევრო მოხმარდება ხუთ პროექტს, რომლებიც სხვადასხვა სახის თავდაცვითი იარაღის შეძენასა და წარმოებას ემსახურება.
ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა პუტინმა სამხედრო დოქტრინა შეცვალა და საკუთარ თავს ნება დართო, რომ ბირთვული პასუხი გასცეს ყველა ქვეყანას, ვინც მის ტერიტორიას შეუტევს.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია

სრულად წაიკითხეთ სტატია