ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს - სალომე ზურაბიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 80
ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.ამის შესახებ ცნობილი ზურაბიშვილის ბრიფინგიდან გახდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“.დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია