ევროკავშირის დელეგაცია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების განსახილველად ვაშინგტონში გაემგზავრება

News.ge 3 საათი წინ 6
ევროკავშირის დელეგაცია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების განსახილველად ვაშინგტონში გაემგზავრება

ევროკავშირის ოფიციალური პირების დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა -სთან ერთად ს წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმუშაონ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კოალიცია არა მხოლოდ მზადაა, არამედ შეუძლია შედეგის მიღწევა; მოკლედ, მზად ვართ [ცეცხლის შეწყვეტის/სამშვიდობო შეთანხმების] მომდევნო დღისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ ეს დღე დადგეს, ჩვენ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიყვანოთ“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ კურსის შეცვლა მხოლოდ მეტ ზეწოლას შეუძლია.
„მზად ვართ მეტი გავაკეთოთ. ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან და მსგავსი შეხედულებების მქონე სხვა პარტნიორებთან, რათა გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა შემდგომი სანქციების გზით – პირდაპირი სანქციებით და მეორადი სანქციებით, მეტი ეკონომიკური ზომებით, რათა რუსეთს ვაიძულოთ, შეწყვიტოს ეს ომი, შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა, შეაჩეროს ეს საფრთხე ში. ბრიუსელში იწყება მუშაობა სანქციების ახალ პაკეტზე და ევროპის გუნდი მიემგზავრება ვაშინგტონში, რათა იმუშაოს ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად“, – აღნიშნა კოშტამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია