ევროკავშირის ბიუროკრატიაში უკვე დიდი არეულობაა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლამ ისინი შოკში ჩააგდო - გურამ მაჭარაშვილი ჰელანდის განცხადებაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 35
ევროკავშირის ბიუროკრატიაში უკვე დიდი არეულობაა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლამ ისინი შოკში ჩააგდო - გურამ მაჭარაშვილი ჰელანდის განცხადებაზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიაში უკვე დიდი არეულობაა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლამ, ევროკავშირის ბიუროკრატია შოკში ჩააგდო.მაჭარაშვილის განმარტებით, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას პრობლემები აქვს დღევანდელი აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში, ვერ მოიცლიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში და მით უმეტეს, საქართველოში ჩაერიონ პოლიტიკაში."ევროკავშირის ბიუროკრატიაში უკვე დიდი არეულობაა. იმის მერე, რაც ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა ვიხილეთ მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც გამოსვლაც აშშ-ის პრეზიდენტმა მოიწონა, პრაქტიკულად, მთელი ევროკავშირის ბიუროკრატია შოკშია. შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დასაკარგიც არაფერი აქვთ. ამიტომ კეთდება ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი და არასამართლიანი განცხადებები, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატების მიერ პირდაპირ არის მხილებული ევროკავშირის ბიუროკრატია სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში, USAID-ის და NED-ის ფულებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და ა.შ. მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას პრობლემები აქვს დღევანდელი აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში, არ მგონია იმისთვის იცლიდეს, რომ სხვა ქვეყნებში და მით უმეტეს საქართველოში ჩაერიოს პოლიტიკაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია