ნიჭიერი და მიზანდასახული
ახალგაზრდებისთვის,
საქართველოს ბანკი
შესაძლებლობების შექმნას
განაგრძობს. სწორედ ამ
მიზნით, ფინანსური
ინსტიტუტი ევერესტის
ოლიმპიადის
მხარდამჭერია.წელს
ევერესტის ქართული ენის
ოლიმპიადაზე II, III, IV, V და VI
კლასის 4000-ზე მეტი მოსწავლე
დარეგისტრირდა.ოლიმპიადა
ორ ტურად ტარდება, რომელთა
ფარგლებშიც ახალგაზრდები
წლის განმავლობაში,
სკოლაში მიღებულ ცოდნასა
და უნარებს
ავლენენ.პირველი ტური
შესარჩევი ეტაპია -
იმისათვის, რომ
მოსწავლეები დასკვნით
ტურში გადავიდნენ, სულ
მცირე 30 ქულა უნდა
დააგროვონ.დასკვნით,
ფინალურ ტურში კი
საუკეთესო შედეგის მქონე 3-3
გამარჯვებული
გამოვლინდება თითოეული
კლასიდან (II, III, IV, V, VI
კლასებიდან), რომლებსაც
დიპლომები და საჩუქრები
გადაეცემათ.ამასთან,
დასკვნითი ტურის ყველა
მონაწილე სიგელს
მიიღებს.ქართული ტურის
შედეგები 7 მაისს
გამოქვეყნდება.ინფორმაციისთვის,
ახალგაზრდების
მხარდაჭერის მიზნით,
საქართველოს ბანკის CSR
მიმართულებისთვის უკვე 5
წელზე მეტია განათლება
პრიორიტეტია. სწორედ
ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს csr.bog.ge