ოკუპირებული ცხინვალის
რეგიონის ჯანდაცვისა და
სოციალური უზრუნველყოფის
ყოფილი ხელმძღვანელი,
თამაზ ბესტაევი 2008 წლის
ზაფხულის მოვლენებს
იხსენებს და დეტალურად
ყვება, რა ვითარება იყო იმ
პერიოდში.როგორც თამაზ
ბესტაევი "რუსთავი 2"-ის
ეთერში, რეზო ჭიჭინაძის
საავტორო გადაცემაში -
"ისტორია დეტალებში" ყვება,
მშვიდობიანი მოსახლეობის
ევაკუაცია არ
განხორციელდა და ამასთან,
აგვისტოს ომის როგორც წინა
დღეებში, ასევე ომის
პერიოდშიც, იყო
ინფორმაციული ვაკუუმი.
ბესტაევის თქმითვე, დღემდე
არ აქვს პასუხი, რატომ არ
არსებობდა საევაკუაციო
გეგმა."ის პერიოდი მძიმედ
გასახსენებელია, სიმართლე
გითხრათ, გავიდა 17 წელი და
ძნელია აღიდგინო ის
დეტალები. მაგრამ, ძირითადი
რაც იყო, არ ამომდის
მეხსიერებიდან.
ტელევიზიითაც გადაიცა,
როდესაც ივლისის თვეში
გამოაცხადეს, რომ
ევაკუაცია დაიწყო
კოკოითის ე.წ.-მა
ხელისუფლებამ ადგილობრივი
მოსახლეობის. ბავშვების,
ქალების და მოხუცების
ევაკუაცია გამოცხადდა.
ბუნებრივია, კითხვები
გაჩნდა, რა ხდება. ვერც
გავბედავდი ოფიციალურ
პირებს, მინისტრებს, ან
რომელიმე უწყების
ხელმძღვანელ პირებს
შევხვედროდი და ასეთი
კითხვები დამესვა", -
აცხადებს თამაზ
ბესტაევი.კითხვაზე - რატომ
იყო ინფორმაციული ვაკუუმი,
თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ
არ აქვს მიზეზის შესახებ
ინფორმაცია. ოკუპირებული
ცხინვალის რეგიონის
ჯანდაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფის ყოფილი
ხელმძღვანელი, რომელმაც
დროებითი საგამოძიებო
კომისიის ფარგლებში ამავე
საკითხთან დაკავშირებით
უკვე ისაუბრა, თქვა, რომ
კომისიის შექმნა
მნიშვნელოვანი იყო, რადგან
ფარდა აეხადა იმ დეტალებს,
რაც მნიშვნელოვანია
მოსახლეობისთვის."სიმართლე
გითხრათ, მნიშვნელოვანი
იყო ამ კომისიის შექმნა,
მივესალმები მის შექმნას
იმ მხრივ, რომ ბევრი კითხვა
იყო გინდაც დევნილ
მოსახლეობაში, თითქოს
ადმინისტრაცია საქმის
კურსში იყო. ბუნებრივია,
ექნებოდათ კითხვები და
ამიტომ იყო მნიშვნელოვანი
ამ კომისიის შექმნა, რომ
უბრალოდ ფარდა აეხადა იმ
დეტალებს, რაც
მნიშვნელოვანია დღეს
ჩვენი მოსახლეობისთვის და
ზოგადად, ყველასთვის", -
აღნიშნავს თამაზ
ბესტაევი.მისივე თქმით,
ადგილობრივი მოსახლეობის
ევაკუაცია რომ
განხორციელებულიყო, ეს
იქნებოდა ყველაზე კარგი და
ღირსეული ნაბიჯი
მოსახლეობის წინაშე,
მსხვერპლიც ნაკლები
იქნებოდა."როცა ამ
ეიფორიამ, საშინელმა
ტრაგედიამ გადაიარა და ამ
რეალობის წინაშე
აღმოვჩნდით, ბუნებრივია,
კითხვები დაიბადა - რა
მოხდა. ყველას გვექნებოდა
კითხვები, განსაკუთრებით
იმ რეგიონში ვინც ვიყავით
და ვმოღვაწეობდით და
ადგილობრივ
მოსახლეობასაც.
თანამშრომლები
ერთმანეთშიც ვსაუბრობდით,
რა მოხდა, რატომ არ
გვითხრეს, რატომ არ მოხდა
ევაკუაცია.... როდესაც წინა
პირობები იყო ივლისის
თვეში, თუნდაც ე.წ. მათი
ხელისუფლების მხრიდან,
კოკოითის მთავრობას
ვგულისხმობ, საკუთარი
მოსახლეობის გაყვანა,
შემდგომში აგვისტოს ორში,
ფრონეს ხეობაში ნული,
ავნევი იბომბებოდა,
ადმინისტრაციიდან
დაახლოებით 10
კილომეტრში.როცა ეს
დაბომბვები დაიწყო და თან
საუბარი იყო
მსხვილკალიბრიანი
ჭურვებით, რომელიც იმ
პერიოდში რუს
სამშვიდობოებსაც არ
ჰქონდათ, დარწმუნებული
ვიყავი, რომ სამსახურებს,
სარდლობას, მაშინდელ
პრეზიდენტს ინფორმაცია
უნდა ჰქონოდათ. თუ გაქვს
პრეტენზია ხელისუფლებაში
მოსვლაზე და თუ გაქვს
პრეტენზია იმის, რომ
არჩეული პრეზიდენტი
ბრძანდებით, გყავს
მინისტრთა კაბინეტი,
ძალოვანი სტრუქტურები,
მერე შეიქმნა გენშტაბი,
ბუნებრივია, ინფორმაცია
უნდა ჰქონოდათ, თუ რას
აპირებდა რუსეთის
ფედერაცია ასეთ დროს. 2
აგვისტოდან 8 აგვისტომდე
იმდენი დროა, რომ ევაკუაცია
რომ მოეხდინათ
მოსახლეობის, ეს იქნებოდა
ყველაზე კარგი და ღირსეული
ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობის
წინაშე, მსხვერპლიც,
ბუნებრივია, ნაკლები
იქნებოდა. შეატოვეს
მოსახლეობა. ეს კითხვები
რომ მქონდა, პასუხები ვერ
მივიღე. მეგობრებს როცა
შეხვედრები გვქონდა
ერთმანეთში,
განვიხილავდით ამ საკითხს,
რომ შეგვატოვეს..." - აღნიშნა
თამაზ ბესტაევმა.