პარლამენტში დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომა დილიდან
განახლდება - განსახილველი
თემები ამჯერადაც
საკუთრების უფლების
დარღვევისა და
არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებია; ასევე საუბარი
იქნება სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და 2008 წლის
აგვისტოს ომზე.სხდომაზე
მოწვეულნი არის გივი
თარგამაძე; ასევე
ბიზნესმენი რამაზ
ახვლედიანი, და კახა
დაბრუნდაშვილი, რომელმაც 2005
წელს მაშინდელი
ხელისუფლების გავლენიან
პირთან შელაპარაკების
გამო დამამცირებელი და
არაადამიანური მოპყრობა
საკუთარ თავზე გამოსცადა.
სხდომის ბოლოს იგეგმება
მსჯავრდებულის ჩართვა
პენიტენციური
დაწესებულებიდან."ნაციონალურ
მოძრაობაში" პარლამენტის
არალეგიტიმურობაზე
საუბრობენ."ე.წ. პარლამენტი,
რომლის ფარგლებშიც
საქმიანობს ეს
საგამოძიებო ე.წ. კომისია,
არის არალეგიტიმური,
შესაბამისად, ყველა
ფორმატი, რაც ამ
პარლამენტში იქნება
წარმოდგენილი, იქნება
უკანონო და
ანტისახელმწიფოებრივი
იმიტომ, რომ უპრეცენდენტო
მოვლენასთან გვაქვს საქმე,
ყველაზე ჩქარი ტემპებით
ესხმიან თავს ქართულ
სახელმწიფო ინსტიტუციებსა
და ეროვნულ ინტერესებს", -
აცხადებს პარტია
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის" გენერალური
მდივნის მოადგილე ირაკლი
ფავლენიშვილი.