"მოღალატეობრივი და მონური
ფსიქოლოგიის კიდევ ერთი
გამოხატულება, წერილი,
რომლითაც ე.წ.
ოპოზიციონერები და
რეალურად ამ ქვეყნის
ღალატში არაერთხელ
მხილებულები მიმართავენ
ხოლმე სხვადასხვა
თანამდებობის პირს თუ
ორგანიზაციას", - ეს
განცხადება პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ,
არჩილ გორდულაძემ
გააკეთა."ქართული ოცნება"
ოპონენტების
განცხადებებსა და
ქმედებებს ანტიქართულს
უწოდებს.საუბარია
საკითხზე, რომლის
თანახმადაც, ევროპის
საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტსა და
საპარლამენტო ფრაქციებს
სამმა ოპოზიციურმა
პარტიამ - "კოალიცია
ცვლილებებისთვის",
"ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობა" და "ძლიერი
საქართველო" მიმართა
წერილით, რომ საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს
საპარლამენტო დელეგაციის
უფლებამოსილება არ
დადასტურდეს."მოღალატეობრივი
და მონური ფსიქოლოგიის
კიდევ ერთი გამოხატულება,
წერილი, რომლითაც ე.წ.
ოპოზიციონერები და
რეალურად ამ ქვეყნის
ღალატში არაერთხელ
მხილებულები მიმართავენ
ხოლმე სხვადასხვა
თანამდებობის პირს თუ
ორგანიზაციას. ისევ და
ისევ, რომ ჩვენი ქვეყნის
ინტერესები დააზიანონ, რომ
გააშავონ ჩვენი ქვეყნის
სახელი. ახლაც, სხვა
არაფერი არ არის, თუ არა
ასეთივე მოღალატეობრივი
და სერგო ორჯონიკისეული
წერილი, რომლის შინაარსი
აბსოლუტურად დაცლილია
ყველანაირი ფაქტისგან და
მხოლოდ იმას ემსახურება,
რომ აწიონ დუღილის
ტემპერატურა. ყოველთვის
აკეთებდნენ ერთსა და
იმავეს, ეს ადამიანები
ყოველთვის დადიოდნენ
სხვადასხვა კაბინეტებში
უცხოეთში, ყოველთვის ჩვენი
ქვეყნის ინტერესის
საწინააღმდეგოდ. ისევ
მივლენ და შეხვდებიან იმ
ადამიანებს, რომლებიც
განსაკუთრებული
სიყვარულით გამოირჩევიან
ნაციონალური მოძრაობის
მიმართ, რომლებიც მათ
შორის, მათი დიდი ნაწილი
სწორედაც იმ დიდი "დიფ
სთეითის" ნაწილია, რომელიც
ევროკავშირში და ამერიკის
შეერთებულ შტატებშიც
მოქმედებს და როგორც
საცეცები, ისე არიან
გაშლილი მთელს მსოფლიოში.
ახლა თავიანთ პატრონებთან
ჩავლენ და მოახსენებენ
თავიანთ შედეგებს და
დაიწუწუნებენ, რომ
სამწუხაროდ, ჩვენს
ქვეყანაში ნაცმაიდანი ვერ
მოახდინეს", - აცხადებს
არჩილ გორდულაძე.