გარემოს ეროვნული
სააგენტო მოსახლეობას
ამინდის გაუარესების
შესახებ
აფრთხილებს.სინოპტიკოსების
ცნობით, 1 ოქტომბერს, დღის
მეორე ნახევრიდან, 3
ოქტომბრამდე საქართველოში
მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა
ელჭექით, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა,
ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული
ღელვა.„მოსალოდნელმა
ნალექებმა საქართველოს
პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება,
ხოლო გორაკ-ბორცვიან და
მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
საშუალო)“, – აღნიშნულია
გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.