დღეს, 26 ოქტომბერს,
საქართველოს პარლამენტის
არჩევნები გაიმართება.
წელს საქართველოში
პირველად ტარდება
საპარლამენტო არჩევნები
სრულად პროპორციული
წესით.ამომრჩევლებს
საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო
უბანი მოემსახურება.
საქართველოში გახსნილია 3 044
უბანი, მათ შორის 13
გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი უბანი, საიდანაც 12
პენიტენციურ
დაწესებულებებში, 1 კი
ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრშია გახსნილი.რაც
შეეხება საზღვარგარეთ
შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის
53 ქალაქში შექმნილია 67
საარჩევნო უბანი.
ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით არჩევნები
საქართველოში 2 263 უბანზე
ჩატარდება, დანარჩენ
უბნებზე, ასევე
საზღვარგარეთ, კენჭისყრა
ტრადიციული წესით
გაიმართება.საარჩევნო
უბნები 06:45 საათზე
გაიხსნება, კენჭისყრის
პროცესი კი დილის 08:00 საათზე
დაიწყება. საზღვარგარეთ
კენჭისყრა შესაბამისი
ქვეყნის ადგილობრივი
დროით 08:00 საათიდან 20:00
საათამდე გაიმართება.
ამომრჩეველმა თან უნდა
იქონიოს საქართველოს
მოქალაქის პირადობის
მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი.26
ოქტომბრის არჩევნებისთვის
ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით მიიღებს
არჩევნებში მონაწილეობას 3
113 747 ამომრჩეველი. წელს
პირველად ეძლევა
არჩევნებში მონაწილეობის
შესაძლებლობა 135 922
ახალგაზრდას. გადასატანი
ყუთის სიაში 64 238
ამომრჩეველია. სხვა
სახელმწიფოში შექმნილი
საარჩევნო უბნების
სპეციალურ სიებში
ამომრჩეველთა რაოდენობა 95
910-ია.